ადამიანთა თანაზიარობა, დაფუძნებულია არა საზოგადოებისადმი სიყვარულზე, არამედ მარტოდ დარჩენის შიშზე.
არტურ შოპენჰაუერი
საზოგადოდ, ადამიანურ ურთიერთობებში, ადამიანისადმი გულისყური
და
პატივისცემაა
განმსაზღვრელი;
რადგან
ჭეშმარიტი
სიყვარულით,
შეიძლება,
მხოლოდ
შენთვის,
სულიერებითა
თუ
გენეტიკური
კოდით
გამორჩეული,
რამდენიმე
ადამიანი
გიყვარდეს.
(იქნებ,
გარკვეული
შემოქმედებითი
თუ
სპორტული
ჯგუფისადმიც
გქონდეს
სიყვარულთან
გაიგიავებული
სიმპათია,
მაგრამ
ეს
სხვა,
განმარტრებას
ითხოვს.)
ნაღდი სულისმიერი გრძნობით, მხოლოდ ”რჩეულები” ავსებენ ამა თუ იმ პიროვნების სასიცოცხლო გარემოს, აი, იმგვარად, ზოგჯერ გვერდში მყოფიც, რომ გენატრება.
მაგრამ ქართულ სინამდვილეში ერთის მხრივ,
თითქოს
ყველას
ყველა
უყვარს,
მეორე
მხრივ
კი
ამავე
”ენთუზიაზმით”
იმ
ყველადან
მრავალი
ქვეყნის
სამყოფ
ზიზღს
ანთხევს.
ზოგნიც,
წინასწარ
დებენ
”განსაზღვრებებს”
თუ
რა
”პირობით’
შეძლება,
მასთთან
ინტერნეტსივრცის
მომხმარებელმა
იმეგობროს.
ღვთის სახელით, რაც ინტერნეტში
ხატებია
გამოფენილი
(მეტადრე
ფეისბუქში),
შესაძლოა
სრულიად
საქართველოში
ვერ
იხილოთ.
შენთვის
უცნობი
პიროვნება
განათავსებს
წმინდანების
ხატსა
თუ
რომელიმე
ეკლესიური
რიტუალის
ამსახველ
ფოტოს
და
”მოწონება-გაზიარებაზე”
ჯიქურ
”განამუსებს”,
გმოძღვრავს.
ლამის
”ციციკორეობს”.
მხარს
არ
აუბამ,
_ერისა
და
ქრისტიანობის
მტრად
გაცხადებს.
თუ პატივისცემა, რიდი, განსაკუთრებით
კი,
ღვთისგან
მონიჭებული
სიყვარული
გაგაჩნია
მოყვასის
მიმართ,
პიროვნების
ამგვარი
დატერორება,
ღირსებით
მოსილ
ადამიანურ
ურთიერთობას
ეწინააღმდეგება.
”თუ პატრიოტი
ხარ,
გაიზიარე
და
გაავრცელე!
”
”ვინც ასე არ ფიქრობს,
მე
იმის
დედა…”
”თუ ჭეშმარიტი
მართმადიდებელი
ხარ!”
”თუ პატრიარქი
გიყვარს…”
”თუ…”
”თუ…”
”თუ…”
ჰო, მაგრამ შენ, რატომ მეჭრები ”მსჯავრმდებელად”, რა მონაცემებით
ხდები,
ჩემი
რწმენისა
და
არჩევანის
განმსაზღვრელი;
თითქოსდა,
შენ
”კლდესავით”
დგეხარ
და
მამოწმებ,
რაოდენ,
”საიმედო”
ვარ.
თუ
ასეა,
მაშინ,
_წადი
შენიც!
მე ვფიქრობ, ყოველივე ეს, უბრალოდ, მარტივ, ოქსიმორონულ (სტილისტიკური ხერხი)
სვლას
თუ
გამოვიყენებთ
_შეუზღუდავი
შეზღუდულობაა.
წმინდა მამათა გამონათქმების ციტირება ან წმინდათა
ხატების
ხილვა,
ჩემთვის
შემაფერხებელი,
ნამდვილად
არაა,
პირიქით,
როგორც
მძალუძს
ისე
ვეწაფები
ლოცვასა
და
მათი
ცხოვრებისეული
მადლის
შემეცნებას,
არაერთხელ
მისაუბრია
ქართველ
საეკლესიო
მოღვაწეთა
შთამბეჭდავ
ღვაწლსა
და
მადლზე.
აქ,
მხოლოდ
ღვთის,
მრწამსის,
ეკლესიის
სახელით
გავრცელებული
”ფეისბუქციციკორეობს” არასასურველ
ქმედებაზეა
საუბარი.
და ბოლოს, ალბათ იმის გახსენებაც ღირს, რომ ულმობლად გონიერი შოპენჰაუერი ადამიანს ”ველურ, დაუნდობლ მხეცად” მოიხსენიებდა და განმარტავდა,
იგი
წესრიგის
მომცველი
ბორკილების
გარეშე,
თავის
ნამდვილ,
ველურ
სახეს
თავხედურად
”გაასაჯაროებსო”.
მაგრამ ის, რაზეც მე ვისაუბრე, ნამდვილად არ ქმნის გარკვეულ ”წესრიგსა თუ რიდს ქართული ეკლესიის” მიმართ, პირიქით, ხშირად ”პაკაზუხობის” უშნო ელფერი
დაჰკრავს.
შესაძლოა, ამ წერილის შინაარსმა ნამდვილ მართმადიდებელ მორწმუნესა და პატრიოტს
ატკინოს
გული,
რადგან
ზოგ
მათგანს,
თანამედროვე
პროზელიტიზმისთვის,
(საკუთარი
რელიგიური
მრწამსის
პროპაგანდის
შედეგად
სხვა
რელიგიის
მიმდევართა
საკუთარ
სამწყსოში
გადმოყვანა
(მისიონერობა).)
გამორჩეულ
სივრცედ
ინტერნეტი
მიაჩნია,
მაგრამ
მავანთა
მიერ
აჩემებული
”ტაქტიკა”,
უფრო,
სხვათა
ფსიქიკაში
”აღმატებულად”
ჩანერგვის
ჟინია.
ისე, იმასაც
ამბობენ,
ზოგი
ვინმე,
ამგვარ
”რეკლამებში”,
”კაი
მაყუთს
ღუნავსო”;
მაგრამ
აღნიშნულ
ქმედებებში_ შეუზღუდავი შეზღუდულობის, ანუ სხვათა ფსიქიკაში ”აღმატებულად” ჩანერგვის ჟინის სინდრომი,
ბევრად
უფრო
მძლავრობს.
P.S. ჯანსაღი საზოგადოება
უპირველესად,
ურთიერთპატივისცემის
საფუძველზე
ყალიბდება
და
ჩემი
სურვილებიც,
სამეგობროდ
განწყობილ
ადამიანის
მიმართ
მხოლოდ
დამხოლოდ
კეთილგანწყობაა.
მაგრამ
თუ
ვინმე
მიიჩნევს,
რომ
ჩემი
შეხედულება
მისთვის
შეუსაბამოა,
თავისუფლად
შეუძლია
”სამეგობრო
წრიდან”
განმკვეთოს.
თავად მე, შესაძლოა, მასზე კეთილი მოგონებებიც კი შემომრჩეს…
ჯ.გ.
*
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
*
\=/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...
*
*
*