понедельник, 19 декабря 2011 г.

შეუზღუდავი შეზღუდულობა, ანუ _ სხვათა ფსიქიკაში ”აღმატებულად” ჩანერგვის ჟინი




ადამიანთა თანაზიარობა, დაფუძნებულია არა საზოგადოებისადმი სიყვარულზეარამედ მარტოდ დარჩენის შიშზე.
არტურ შოპენჰაუერი



 საზოგადოდ, ადამიანურ ურთიერთობებში, ადამიანისადმი გულისყური და პატივისცემაა განმსაზღვრელი; რადგან ჭეშმარიტი სიყვარულით, შეიძლება, მხოლოდ შენთვის, სულიერებითა თუ გენეტიკური კოდით გამორჩეული, რამდენიმე ადამიანი გიყვარდეს. (იქნებ, გარკვეული შემოქმედებითი თუ სპორტული ჯგუფისადმიც გქონდეს სიყვარულთან გაიგიავებული სიმპათია, მაგრამ ეს სხვა, განმარტრებას ითხოვს.)
ნაღდი სულისმიერი გრძნობით, მხოლოდრჩეულებიავსებენ ამა თუ იმ პიროვნების სასიცოცხლო გარემოს, აი, იმგვარად, ზოგჯერ გვერდში მყოფიც, რომ გენატრება.
მაგრამ ქართულ სინამდვილეში ერთის მხრივ, თითქოს ყველას ყველა უყვარს, მეორე მხრივ კი ამავეენთუზიაზმითიმ ყველადან მრავალი ქვეყნის სამყოფ ზიზღს ანთხევს. ზოგნიც, წინასწარ დებენგანსაზღვრებებსთუ რაპირობითშეძლება, მასთთან ინტერნეტსივრცის მომხმარებელმა იმეგობროს.
ღვთის სახელითრაც ინტერნეტში ხატებია გამოფენილი (მეტადრე ფეისბუქში), შესაძლოა სრულიად საქართველოში ვერ იხილოთ. შენთვის უცნობი პიროვნება განათავსებს წმინდანების ხატსა თუ რომელიმე ეკლესიური რიტუალის ამსახველ ფოტოს დამოწონება-გაზიარებაზეჯიქურგანამუსებს”, გმოძღვრავს. ლამისციციკორეობს”. მხარს არ აუბამ, _ერისა და ქრისტიანობის მტრად გაცხადებს.
თუ პატივისცემა, რიდი, განსაკუთრებით კი, ღვთისგან მონიჭებული სიყვარული გაგაჩნია მოყვასის მიმართ, პიროვნების ამგვარი დატერორება, ღირსებით მოსილ ადამიანურ ურთიერთობას ეწინააღმდეგება.

თუ პატრიოტი ხარ, გაიზიარე და გაავრცელე! ”
ვინც ასე არ ფიქრობს, მე იმის დედა…”
თუ ჭეშმარიტი მართმადიდებელი ხარ!”
 ”თუ პატრიარქი გიყვარს…”
 ”თუ…”
 ”თუ…”
თუ…”

ჰო, მაგრამ შენ, რატომ მეჭრებიმსჯავრმდებელად”, რა მონაცემებით ხდები, ჩემი რწმენისა და არჩევანის განმსაზღვრელი; თითქოსდა, შენკლდესავითდგეხარ და მამოწმებ, რაოდენ, ”საიმედოვარ. თუ ასეა, მაშინ, _წადი შენიც!
მე ვფიქრობ, ყოველივე ეს, უბრალოდ, მარტივ, ოქსიმორონულ (სტილისტიკური ხერხი) სვლას თუ გამოვიყენებთ _შეუზღუდავი შეზღუდულობაა.
წმინდა მამათა გამონათქმების ციტირება ან წმინდათა ხატების ხილვა, ჩემთვის შემაფერხებელი, ნამდვილად არაა, პირიქით, როგორც მძალუძს ისე ვეწაფები ლოცვასა და მათი ცხოვრებისეული მადლის შემეცნებას, არაერთხელ მისაუბრია ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა შთამბეჭდავ ღვაწლსა და მადლზე. აქ, მხოლოდ ღვთის, მრწამსის, ეკლესიის სახელით გავრცელებულიფეისბუქციციკორეობს” არასასურველ ქმედებაზეა საუბარი.
და ბოლოს, ალბათ იმის გახსენებაც ღირს, რომ ულმობლად გონიერი შოპენჰაუერი ადამიანსველურ, დაუნდობლ მხეცადმოიხსენიებდა და განმარტავდა, იგი წესრიგის მომცველი ბორკილების გარეშე, თავის ნამდვილ, ველურ სახეს თავხედურადგაასაჯაროებსო”.
მაგრამ ის, რაზეც მე ვისაუბრე, ნამდვილად არ ქმნის გარკვეულწესრიგსა თუ რიდს ქართული ეკლესიისმიმართ, პირიქით, ხშირადპაკაზუხობისუშნო ელფერი დაჰკრავს.
შესაძლოა, ამ წერილის შინაარსმა ნამდვილ მართმადიდებელ მორწმუნესა და პატრიოტს ატკინოს გული, რადგან ზოგ მათგანს, თანამედროვე პროზელიტიზმისთვის, (საკუთარი რელიგიური მრწამსის პროპაგანდის შედეგად სხვა რელიგიის მიმდევართა საკუთარ სამწყსოში გადმოყვანა (მისიონერობა).) გამორჩეულ სივრცედ ინტერნეტი მიაჩნია, მაგრამ მავანთა მიერ აჩემებულიტაქტიკა”, უფრო, სხვათა ფსიქიკაშიაღმატებულადჩანერგვის ჟინია.
 ისე, იმასაც ამბობენ, ზოგი ვინმე, ამგვარრეკლამებში”, ”კაი მაყუთს ღუნავსო”; მაგრამ აღნიშნულ ქმედებებში_ შეუზღუდავი შეზღუდულობის, ანუ სხვათა ფსიქიკაში ”აღმატებულად” ჩანერგვის ჟინის სინდრომი, ბევრად უფრო მძლავრობს.
P.S. ჯანსაღი საზოგადოება უპირველესად, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ყალიბდება და ჩემი სურვილებიც, სამეგობროდ განწყობილ ადამიანის მიმართ მხოლოდ დამხოლოდ კეთილგანწყობაა. მაგრამ თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ჩემი შეხედულება მისთვის შეუსაბამოა, თავისუფლად შეუძლიასამეგობრო წრიდანგანმკვეთოს.

თავად მე, შესაძლოა, მასზე კეთილი მოგონებებიც კი შემომრჩეს
..

საძიებელი

The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

*
\=/
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space... 

*
*
 *

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

Комментариев нет:

Отправить комментарий